суббота, 22 марта 2014 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს მოვახდინეთ განვლილი მასალის შეჯამება.მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტების პრეზენტაციები.მივეცით რჩევები, შენიშვნები, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებთ  მომავალ საქმიანობაში.
ნამუშევარი ავტვირთე ბლოგზე.
ასე დასრულდა ტრენინგი, რომელმაც პირადად მე ძალიან ბევრი რამ მასწავლა, რასაც გამოვიყენებ სასკოლო ცხოვრებაში.
კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი ჩემს ტრენერს ქალბატონ შორენა ბადურაშვილს.
მომავალ შეხვედრამდე.

суббота, 15 марта 2014 г.

მერვე დღის რეფლექსია

ჩემი პროექტის გეგმა

მოსწავლის პრეზენტაცია

დღეს გავიარეთ მეშვიდე მოდული. ვისწავლე ბლოგის გაფორმება, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებდა. ავტვირთე პრეზენტაცია და პროექტის შესაბამისი ვიდეო იუთუბიდან.
შევადგინე პროექტის კვლევის კითხვარი და გამოვაქვეყნე სოციალურ ქსელებში.
უღრმეს მადლობას ვუხდი ქალბატონ შორენა ბადურაშვილს ასეთი ნაყოფიერი მუშაობისათვის.

მეშვიდე დღის რეფლექსია

განვიხილეთ მეექვსე მოდული- დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებებისათვის. გავიგე როგორ შემიძლია შევუწყო ხელი მოსწავლეთა საჭიროებებს.შევქმენი მოსწავლის დამხმარე სლაიდები , რომელსაც გამოიყენებენ პრეზენტაციაზე მუშაობისას. ჩემი აზრით ასეთი მუშაობა დამეხმარება რომ გავითვალისწინო ყველა მოსწავლის ინტერესი და ყველა აქტიურად ჩაერთოს პროექტის მსვლელობაში.
ძალიან მაინტერესებს ელექტრონული პორტფოლიოს გაფორმება. იმედია ხვალ მეცადინეობაზე მივიღებ ინფორმაციას

воскресенье, 9 марта 2014 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებია მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები. შევადგინე პროექტის შეფასების კრიტერიუმები და მოსწავლის ნამუშევრის კერძოდ ბროშურის შეფასები სრუბრიკა.
დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.
.

суббота, 8 марта 2014 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

განვიხილეთ მესამე და მეოთხე მოდული.
გავეცანით ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებულ სამართლებლივ და ეთიკურ ნორმებს. გამოვიყენე ინტერნეტი პროექტისათვის შესაბამისი მასალების მოძიებაში შევინახე სურათები.
მოვახდინეთ უკუკავშირები. შევაფასეთ ერთმანეთის პრეზენტაციები
მეოთხე მოდულში განვიხილეთ სასწავლო ნიმუშების შექმნა და მათი შეფასების კრიტერიუმების დადგენა.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს 8 მარტია ძალიან ნაყოფიერად ვიმუშავე და ბევრი საინტერესო მასალა შევისწავლე.

воскресенье, 2 марта 2014 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

მეოთხე დღეს გავეცანით შეფასების სტრატეგიებს. განვიხილეთ მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროებების შეფასებები, წახალისებისა და  თვითრეგულირების, პროგრესის  მონიტორინგის შეფასებები. შევადგინე მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროებების შეფასების სტრატეგია, ვიცი-მინდა ვიცოდე- ვისწავლე ჩემი
პროექტისათვის.
ვისწავლე პრეზენტაციების გაკეთება და ატვირთვა. დღეს მხოლოდ ორი სლაიდი გავაკეთე და ტრენერის დახმარებით ავტვირთე ბლოგზე.შეგიძლიათ ნახოთ



суббота, 1 марта 2014 г.

მესამე დღის რეფლექსია

მესამე დღეს განვიხილეთ  პროექტის დაგეგმვა. ყურადღება გავამახვილეთ საგნობრივ სტანდარტებზე. ტრენერის დახმარებით მოვახდინე მათი შერჩევა და ჩასმა გეგმის შაბლონში. სტანდარტებს შევუსაბამე მიზნები, რომლებიც ზუსტად ასახავდნენ სტანდარტის მოთხოვნებს.
ბოლოს განვიხილეთ მიმართულების მიმცემი კითხვების დასმის ტექნიკა. გამოვყავი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. მივუსადაგე ისინი ჩემს პროექტს და შევიტანე გეგმაში.
დღეს შესრულებული აქტივობები დამეხმარება სხა პროექტებზე მუშაობაში.

შევადგინე ბროშურა 1 კონკრეტულ პროექტზე მორგებული და ბროშურა 2 პროექტებით სწავლების მნიშვნელობის შესახებ.


მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
როგორ გვეხმარება მედიცინა ჯანმრთელობის შენარჩუნებაში?

თემატური კითხვები

 განკურნებადია თუ არა ტუბერკულიოზი?
როგორ მუშაობს ორგანიზმის სასიცოცხლო სისტემები ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად?

შინაარსობრივი კითხვები
რა იწვევს ტუბერლულიოზს?
როგორ გადაეცემა იგი?
როგორ დავიცვათ თავი ტუბერკულიოზისაგან?